კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები გაზაფხულს შთამბეჭდავად შეხვდნენ
27-03-2023
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში გაზაფხულის მოსვლა შთამბეჭდავად აღინიშნა.

მოსწავლეებმა სკოლის ფანჯრები ფერადი საღებავებით ლამაზად მოხატეს. მთელ სკოლაში სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა, რამაც მთელი სასკოლო საზოზადოება დადებითი ემოციებით დამუხტა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს თვალები სიხარულისგან უციმციმებდათ და  საზეიმო განწყობა აუმაღლდათ.

„მოსწავლეთა ბაგეებზე ნაზი ღიმილი და ამაღლებული განწყობაა, ახალი იდეების მოლოდინში... გაიღიმეთ, ცხოვრება მშვენიერია“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის სკოლაში მსგავსი აქტივობები იმართება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203