მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი ფხაკაძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
27-03-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი ფხაკაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

მას ლეპტოპი საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის გადაეცა. ის ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეა. 

სკოლაში ირაკლი ფხაკაძის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ ირაკლის ამ წარმატებას. კიდევ მრავალი წინსვლა მიგველოცოს მისთვის და თავისი ცოდნა ქვეყნის კეთილდღეობისათვის გამოეყენებინოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203