სენაკის N1 სკოლის მე-2 კლასში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო აქტივობები მიეძღვნა
27-03-2023
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშირისო დღე აღნიშნეს.
ამ თარიღს მე-2დ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნინო გარუჩავას ხელმძღვანელობით შეუერთდნენ. კლასში დაუნის სინდრომის, ამ დღის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები დაამზადეს და სათქმელი გააჟღერეს.
აქტივობებში თითოეული მოსწავლე მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. მათ ამ დღის სიმბოლო ფერადი წინდებიც ჰქონდათ. დრო ყველამ ნაყოფიერად გაატარა, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებიც.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს