მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამწვანების აქცია მოაწყვეს
27-03-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის მიღების სურვილს ზრდის.
სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში სხვადასხვა ჯიშის ხეები და ყვავილები დარგეს. აქტივობაში ყველა მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. მათ გარემო სიამოვნებით გაალამაზეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს