პტენის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა
27-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი აქტიურად მუშაობს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტერესით გამოირჩევიან. ამიტომაც, არაერთი შესაბამისი აქტივობა ხორციელდება. 

ამჯერად, მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა წაკითხული ნაწარმოებები განიხილეს, იმსჯელეს, ტექსტის მთავარი სათქმელი გამოყვეს და აზრი დააფიქსირეს. მათ თემატური პოსტერები დაამზადეს და დრო ძალიან ნაყოფიერად გაატარეს. 

შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეები ნაწარმოებებს ეცნობიან, ცოდნას იღრმავებენ და შესაძებლობებს ავლენენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203