წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტერესით გამოირჩევიან.
სკოლაში ფუნქციონირებს „მკითხველთა კლუბი“, რომლის მუშაობაშიც დაწყებითი საფეხურის მე-2 - მე-4 და მე-5 - მე-6 კლასების მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან.
იმართება მეცადინეობები, რომლებიც სხვადსხვა სახალისო აქტივობითაა დატვირთული. მოსწავლეები ქართველი მწერლების ნაწარმოებებს ეცნობიან, ცოდნას იღრმავებენ და შესაძებლობებს ავლენენ. ისინი ამა თუ იმ მოთხრობისა და რომანის შესახებ აზრს აფიქსირებენ და ტექსტის მთავარ სათქმელზე საუბრობენ.
„ბავშვები დიდი სიამოვნებით ესწრებიან კლუბის მეცადინეობებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: