თელავის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობდნენ
27-03-2023

თელავის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები, აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა სახის პროექტში, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვისა და ინკლუზიური განათლების განვითარებისკენ არის მიმართული.

მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი - „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გვანცა ჟურულიშვილი და სპეცმასწავლებელი ნათელა ჯავახიშვილი ჩაერთნენ.

ამჯერად, პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც პედაგოგები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, პროექტის მიზანია უნივერსიტეტისა და ბავშვის უფლებათა ცენტრის ინსტიტუციური და აკადემიური პერსონალის გაძლიერება ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ადვოკატირების გაწევა და უნივერსიტეტის მხარდაჭერა, გახდეს ტრენინგის სერვისის მიმწოდებელი ინკლუზიურ განათლებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203