„არითმეტიკა მათემატიკის დედოფალია, მათემატიკა - მეცნიერების“ - საინტერესო ღონისძიება მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში
27-03-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს ღონისძიება - „არითმეტიკა მათემატიკის დედოფალია, მათემატიკა - მეცნიერების“.

ღონისძიებას, მათემატიკის მასწავლებელი გულნაზი ლექვინაძე ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს მათემატიკის წარმოშობის პირველი ნაბიჯების შესახებ, რომელიც 4 წლის წინ ეგვიპტურ პაპირუსებსა და ბაბილონურ ხელნაწერებშია დაფიქსირებული და ეგვიპტელების მიერ მიწის გაზომვებს უკავშირდება.

ასევე, მოზარდებმა განსაზღვრეს - რა გავაკეთოთ მათემატიკა უკეთ რომ გავიგოთ, გამოყენებაზე და ისაუბრეს მის როლზე ადამიანის ცხოვრებაში.

ბავშვებმა, შექმნეს ნახატები რიცხვების გამოყენებით და გეომეტრიული ფიგურებით სხვადასხვა ნაგებობები.

„მათემატიკა დედუქციური მეცნიერებაა, რომელიც პასუხისმგებელია აბსტრაქციული პირების თვისებების, აგრეთვე მათ შორის არსებული კავშირისა და ურთიერთობის შესახებ - გეომეტრიული ფიგურები, სიმბოლოები და რიცხვები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203