მახათაურის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღეს კონფერენცია მიეძღვნა
27-03-2023

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში, ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით კონფერენცია მოაწყვეს, რომლის მიზანსაც ტყის მნიშვნელობის შესახებ, მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

მოსწავლეები კონფერენციაზე, პრეზენტაციებითა და თემასთან დაკავშირებული ნახატები წარდგნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დასრულდა დისკუსიით.

სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203