ბოგვის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
27-03-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და სტერეოტიპული მიდგომების მსხვრევას ემსახურებოდა.

„მე, შენ, ჩვენ, თქვენ აფერადებთ სამყაროს“ - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი შეხვედრიდან.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მოსწავლეებში, სოციალური საკითხებისადმი ცნობიერების გაზრდა და მათი პასუხისმგებლობის გააზრება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203