სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონმა ავტორიზაცია წარმატებით გაიარა
27-03-2023

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონმა, უკვე მესამედ, წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდებას უწყვეტად აგრძელებს.

სასკოლო საზოგადოება გახარებულია სკოლის წარმატებით, მათი თქმით, ყოველივე ეს პედაგოგების, მოსწავლეების, დირექციისა და სასწავლო ნაწილის დამსახურებაა.

სკოლაში, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა პრიორიტეტია, სასკოლო საზოგადოება ამ საერთო მიზანმა, მორიგ წარმატებამდე მიიყვანა. 

„ძალიან დიდი მადლობა ყველას! თქვენი დაუღალავი შრომის შედეგია ეს დიდი წარმატება, დიდი მადლობა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ექსპერტებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი გულშემატკივარია და ცდილობს წვლილი შეიტანოს გიმნაზიის განვითარებაში. დიდი მადლობა ჩვენს პატარებს, მშობლებს... გვიყვარხართ ყველა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203