ახალციხის N4 საჯარო სკოლის წიგნის მოყვარულმა მოსწავლეებმა მორიგი ნაწარმოები განიხილეს
27-03-2023
ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან. 

ამ მიმართულებით კი, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, ქართული ენის მასწავლებლის მაია კოპაძის ხელმძღვანელობით, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც წიგნიერების დონის ამაღლება იყო. მათ ჯინ ვებსტერის „გრძელფეხება მამილო“ განიხილეს, მიღებულ შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა აზრი დააფიქსირეს და ტექსტის მთავარი სათქმელი გამოყვეს. 

შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. ბოლოს, ერთ-ერთმა მოსწავლემ, მეგობრებს, მომდევნო შეხვედრაზე განსახილველ თემად რ.ჯ. პალაციოს „საოცრება“ შესთავაზა. 

„მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ემოციები და რაც მთავარია, წიგნების კითხვით სხვებიც დააინტერესეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203