დარკვეთის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა 
24-03-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში მორიგი გარემოსდაცვითი დღესასწაული აღინიშნა. 

სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და განვითარებისათვის ჩატარდა ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მოსწავლეებმა ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციები, რჩევები გაუზიარეს.

ჩატარდა დისპუტი თემაზე  - „ადამიანი და ტყე“. მოზარდებმა ისაუბრეს ადამიანის დამოკიდებულებაზე ბუნების მიმართ, შეაგროვეს სხვადასხვა სახის ინფორმაცია და თემატური პოსტერები შექმნეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203