„ერთად ერთმანეთისთვის!“- დაბა ხულოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა
24-03-2023
დაბა ხულოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის - „ფენიქსი“ და ეკოკლუბის - „ბუნების მეგობრები” წევრებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

კლუბის მეურვე მასწავლებელმა (მ. აბულაძე) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს „გლადა ჰუდიკ თეატრის“ პროექტის - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში, ფილმები აჩვენა. 

მოსწავლეები შესაბამის ინფორმაციას გაეცნენ, ასევე დაამზადეს პოსტერები წარწერებით: „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!”. გარდა ამისა, საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადეს, სადაც ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ დაიტანეს. შემდეგ კი, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საზოგადოებას დაურიგეს. 

მათ ფერადი და ლამაზი ნახატები შეასრულეს და სუფთა ფურცელზე საღებავებით, სიმბოლურად, ხელებიც დაახატეს.
 
„რატომ 21 მარტი?
დაუნის სინდრომის დღის აღსანიშნად წლის მე-3 თვის 21-ე დღე სიმბოლურად შეირჩა, რათა ხაზი გაესვათ 21-ე ქრომოსომის გასამმაგების (ანუ ტრისომიის), როგორც დაუნის სინდრომის გამომწვევი მიზეზისათვის.
აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ადამიანების ერთმანეთის მიმართ სიყვარულს, უღვივებს მათ ემპათიის უნარს და სამოქალაქო საზოგადოება უფრო გულისხმიერი ხდება.
ერთად ერთმანეთისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203