ხულგუმოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს პროექტი მიუძღვნეს
24-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სამოქალაქო განათლების კლუბის - „გენიოსები“, წევრებმა, მასწავლებელს ანნა პეტროსიანის ხელმძღვანელობით, პროექტი თემაზე - „წყალი, დავზოგოთ წყალი“ განახორციელეს.
მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესოდ ისაუბრეს და თემატური ნამუშევარი - საინფორმაციო პლაკატი დაამზადეს. აქტივობაში თითოეული მათგანი მონდომებით ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ პროექტმა დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა.
„როგორც სომხურ ანდაზაშია ნათქვამი: „წყალი პატარისაა, სიტყვა უფროსისა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს