ფცის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
27-03-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე ყოფილა. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ეს დღე უდიდესი სიყვარულითა და მონდომებით აღნიშნეს. 

გაიმართა ზეიმი, მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და მშობლები ძალიან გაახარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი ღონისძიებები ხშირად იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203