ფცის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გარემოზე ზრუნვით აღნიშნეს
24-03-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი დღესასწაული - წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეები დასუფთავების აქციას შეუერთდნენ. ბავშვებმა სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მესამეკლასელებმა წყლის მნიშვნელობასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ასევე თემატური პლაკატები დაამზადეს, რომლებიც საჭირო ადგილზე გამოაკრეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203