ფცის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი და საბჭოთა ოკუპაცია გაიხსენეს
24-03-2023
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემაზე საინტერესო შეხვედრები ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში თვითმმარველობის ინიციატივით, „ოკუპაციის კვირეული“ ჩატარდა, რომლის ფარგლებში საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ინტერაქციული შეხვედრა მოეწყო.
შეხვედრაზე თვითმმარველობის წევრებმა, საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები წარადგინეს.
მათ თანასკოლელებს აღნიშნულ თემაზე საინტერესო და საჭირო ინფორმაციები გააცნეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
აღნიშნული შეხვედრები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს