ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
24-03-2023
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ. 

ამჯერად, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აღსანიშნავია, რომ პირველადგილოსანი გუნდი სკოლის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. 

ზოგადად, სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203