მანდაეთის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
24-03-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.

ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგმა - ნათია გოგოლაძემ მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწყოდა, უთხრა, რომ საქართველოში 26060 მდინარე და 860-მდე ტბა არსებობს.

ამ დღის აღსანიშნავად მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, პრეზენტაცია - „გაუფრთხილდეთ წყალს“ მოამზადეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს წყლის შესახებ, მის გამოყენებასა და მნიშვნელობაზე.

როგორც პედაგოგი ამბობს, რესურსად წიგნი - „წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი განვითარება“, ბუნენისმეტყველების სახელმძღვანელო და ვიდეორესურსი გამოიყენეს.

მოსწავლეებმა გააფერადეს სურათები, ისაუბრეს სურათზე აღწერილ სიტუაციაზე და პასუხები შემდეგ კითხვებს გასცეს:

  1. რა ვიცის წყლის შესახებ?
  2. რატომ არ თავდება წყალი დედამიწაზე?

„მადლობა ჩემ საოცარ ბავშვებს ამ ნაყოფიერი შრომისათვის“,- წერს ნათია გოგოლაძე.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203