ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი დღესასწაულები აღინიშნა
24-03-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში, წყლის რესურსების დაცვისა და ტყის საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის (ხელმძღვანელი ლუიზა ბოლქვაძე) ორგანიზებით გაიმართა და მასში, Vlll, lX, X, Xl, კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე, წარდგენილი იყო თემები: მსოფლიო და საქართველოს წყლების მნიშვნელობა და აუცილებლობა, გამოყენება და გაფრთხილება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჩანახატები გამოიფინა, მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები შესრულდა, ვიქტორინა მოეწყო, სადაც გამოვლინდა 3 საპრიზო ადგილი. გამარჯვებულ მოსწავლეებს კი,  სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც კათედრის წევრები ასევე სხვა პედაგოგები.

„სანახაობამ, მიწოდებულმა მასალამ და ბავშვების აქტიურობამ, მოწონება დაიმსახურა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203