„როგორ დავრგო ხე?“- ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
24-03-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის მეორე კლასში, ეკოლოგიური პროექტი განხორციელდა.

პროექტის - „როგორ დავრგო ხე“, მიზანი იყო, ტყეების მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, რის შემდეგაც მოსწავლეებმა, გაიაზრეს რა დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს ტყეს.

პროექტის ფარგლებში, განსაზღვრეს საჭიროა თუ არა ყველა ადამიანმა იცოდეს ხის დარგვა, როდის, სად ან როგორ უნდა დარგოს?

მოსწავლეებმა, სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობა ხალისით შეასრულეს.

მოზარდებმა, მიცემული თემა ძალიან კარგად გაიგეს, გაიაზრეს და ჩამოაყალიბეს, თუ რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ხეს ადამიანის ცხოვრებისა და ზოგადად ბიომრავალფეროვნებისთვის.               

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ პროექტის მსვლელობისას მშობელთა ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო.

პროექტის ხელმძღვანელი კი, პედაგოგი მზევინარ ოღაძე გახლდათ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203