მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძებაში აქტიურად ერთვებიან. ამჯერად, მოსწავლეებმა - მარი ბოლქვაძემ, ანა ირემაძემ და ანრი ბოლქვაძემ საინტერესო პროექტში გაიმარჯვეს.
პროექტი „ალტე უნივერსიტეტმა, ციფრული ტრანსფორამციის ცენტრმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლამ, STEM მასწავლებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, გამოაცხადა.
სკოლაში შედეგით ამაყობენ და ყველას წარმატებას უსურვებენ. პროექტში ჩართული მასწვლებელი იამზე ირემაძეა.
„ვულოცავთ! წინ თბილისი გველოდება 26 მარტს. „დიდი გამარჯვება პატარა ნაბიჯებით იწყება“ წარმატებებს გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.