ოთის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
24-03-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი და საინტერესო  აქტივობები ჩაატარეს.

პატარებმა, თავად დაამზადეს სიმბოლური ფერადი წინდები და ერთმანეთს სინდრომის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

აქტივობების, დამრიგებელი მაია ბერიძე ხელმძღვანელობდა.

სკოლაში, მოსწავლეთა სოციალური საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებას და მათში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გააზრებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203