დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდის წარმატება ინტელექტუალურ თამაშში
24-03-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, აქტიურად ერთვებიან, სხვადასხვა სახის კონკურსში და წარმატებით ასპარეზობენ.

ამჯერად, სკოლის გუნდი „დიდაჭარა“, ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“, წარმატებით მონაწილეობდა და საბოლოოდ, გამარჯვებაც მოიპოვა.

მოსწავლეებმა, დაძაბული ბრძოლის მიუხედავად, საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს შესაძლებობები და მიაღწიეს დასახულ მიზანს.

„გილოცავთ ბავშვებო, სულ წარმატებულები და ყოჩაღები მენახეთ... ის ამაგი, რაც თქვენს პედაგოგებს, თქვენს წარმატებაში აქვთ მუხლჩაუხრელი შრომით ჩადებული არასდროს დაგევიწყებინოთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203