გაუწყინარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
24-03-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის პედაგოგების მიზანს ინტელექტუალური და წიგნიერი თაობის აღზრდა წარმოადგენს, ამიტომ მოზარდებს არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას, კონკურსსა თუ აქტივობას სთავაზობენ და მათი ცოდნის, ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ. 

ამჯერად სკოლაში, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“, სასკოლო ტური გაიმართა.

თამაშს, ისტორიის პედაგოგი მერაბ თოფურია ხელმძღვანელობდა.

შეჯიბრში, მონაწილეობა მიიღეს: III, IV და V კლასის მოსწავლეებმა, მათ საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს და საბოლოოდ კი, გამარჯვება IV კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

გაუწყინარის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა აქტიურობასა და კონკურენტუნარიან გარემოში მათი შესაძლებლობების წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203