„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“- განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
24-03-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. 

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო ღონისძიებები ეძღვნება. ამიტომ, გამონაკლისი არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოფილა. მოსწავლეებმა სინდრომის შესახებ ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და თემატური ნამუშევრები დაამზადეს. მათ ამ დღის სიმბოლო - ფერადი წინდებიც ჰქონდათ.

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, გააჟღერეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი საინტერესო ღონისძიებები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203