მათემატიკური დღესასწაული ლეღვას N1 საჯარო სკოლაში
24-03-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის საერთაშორისო (π რიცხვის) დღე აღინიშნა.

სკოლაში აღნიშნულ დღისადმი მიძღნილი ღონისძიება მე-8 კლასის მასწავლებლის - მერი მჟავანაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოძიებული ინფორმაციების შესახებ წარდგენილ პრეზენტაციებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საკონკურსო ნაწილი: მსურველებს შეეძლოთ საკუთარი დამოკიდებულების მრავალფეროვანი წარმოდგენა π რიცხვისა და ზოგადად, მათემატიკისადმი. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარადგინეს ნახატები, პოსტერები, ალბომები, ჩანახატები. მათ ასევე წაიკითხეს ლექსები.

„მათ ღონისძიების დამაგვირგვინებელ ეტაპზე, π რიცხვის ლოგოთი და რიცხვითი მნიშვნელობით დამშვენებული ტორტი მუსიკის ფონზე შემოიტანეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მათემატიკის კათედრის სახელით კონკურსის გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა განვითარებისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203