ლეჟბადინის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს
24-03-2023
წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ კარიმოვა საიდას ხელმძღვანელობით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მოკრძალებულად აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა მიწისძვრის შედეგად დაღუპული თურქი ხალხის ოჯახებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ამიტომ აღნიშნული დღეს მხოლოდ ლექსები წაიკითხეს და ამით შემოიფარგლენ.

„წელს ჩვენი დღესასწაული ლექსებით აღვნიშნეთ, არც ცეკვა გვქონდა და არც სიმღერა...“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება, რაზეც სკოლის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203