ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხატვრო გალერეაში გამართულ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილობდნენ
24-03-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.

23 მარტს სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები გოეთეს ინსტიტუტის ღონისძიება - პროექტში - „გერმანულის შესწავლა მუზეუმში“ მონაწილეობდნენ.

აღნიშნული ღონისძიება ცისფერ გალერეაში გაიმართა, სადაც მოსწავლეები და სტუდენტები ფიროსმანის მუდმივ კოლექციაზე დაყრდნობით შემუშავებულ მრავალფეროვან აქტივობებში მონაწილეობდნენ.

აქტივობა ჯგუფურ მუშაობას მოიცავდა: ნახატების აღწერას, კითხვა-პასუხის რეჟიმში და ლექსიკური მარაგის ფორმირებას.

მოსწავლეებს ასევე საშინაო დავალების სამუშაო ფურცლებიც დაურიგდათ.

მონაწილეებმა დავალებები დიდი ინტერესითა და ხალისით შეასრულეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, უახლოეს მომავალში მოსწავლეები გოეთეს ინსტიტუტიდან სერტიფიკატებსა და შემდგომ ღონისძიებაში მოწვევას მიიღებენ.

მსგავსი ღონისძიებები და პროექტები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203