ბარალეთის N2 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე მერი ხმალაძე საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
24-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლა მეექვსე კლასის მოსწავლე მერი ხმალაძემ ასახელა. მან ისტორიის, ქართულისა და ინგლისური ენის საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებით იასპარეზა და საპრიზო ადგილიც დაიკავა.

კლასის დამრიგებელმა, ეკატერინე მურჯიკნელმა მერი ხმალაძეს ოლიმპიადის 2022 წლის შემოდგომის სეზონის წარმატებული მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა. 

„მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო ოლიმპიადებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ. სკოლა ამაყობს მერი ხმალაძის  მიღწევებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203