კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
მოსწავლეები ლოზუნგის - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გარშემო გაერთიანდნენ. მათ ამ დღის სიმბოლო - ფერადი წინდები მოირგეს.
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საჭირო ცოდნა მიიღეს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: