„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ - სამტრედიის N4 სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა
24-03-2023
სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.
სკოლის „მე და საზოგადოების“ პედაგოგმა - ხათუნა ლორიამ სპეცმასწავლებლებთან ერთად, დაწყებით კლასებში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ ჩაატარა.
„მათ ეს დღე პატარებს მოულოცეს და კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეები აღნიშნული დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.