საფარლოს საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნა
24-03-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, მათ ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს, რასაც საზეიმო ღონისძიება მიუძღვნეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს, იმღერეს, იცეკვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლაში საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას საზეიმო განწყობა სუფევდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები ხშირად იმართება, რადგან პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ზრუნავენ.