ჩაისუბნის N2  სკოლის IX კლასის მოსწავლე დიმიტრი ჩიბურდანიძემ ძალოსნობის ღია პირველობაში I ადგილი დაიკავა
24-03-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო, მათ შორის, სპორტულ აქტივობებშიც ერთვებიან. 

ამჯერად, წარმატებას IX კლასის მოსწავლე დიმიტრი ჩიბურდანიძემ მიაღწია. 

ის ჭაბუკებს შორის ძალოსნობაში გამართულ ღია პირველობაში მონაწილეობდა. შეჯიბრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დარბაზში ჩატარდა. დიმიტრი ჩიბურდანიძემ სპორტული უნარები წარმატებით წარმოაჩინა, ღირსეულად იასპარეზა და შესაბამისი შედეგი დააფიქსირა. 

მან I ადგილი მოიპოვა (U15) 73კგ წონით კატეგორიაში. სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ. 

„სკოლა ულოცავს დიმიტრის ამ გამარჯვებას და უსურვებს სამომავლო წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203