თხილნარის N2 სკოლის კლუბი - „ინკლუზიური განათლება-განათლება ყველასთვის“, ახალგაზრული ინიციატივების კონკურსის გამარჯვებულია
27-03-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის კლუბმა - „ინკლუზიური განათლება - განათლება ყველასთვის“, წარმატებას მიაღწია. 

კლუბი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსება“ მონაწილეობდა. მათ პროექტი - „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა - თემის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება“, წარადგინეს. 

კონკურსის ფარგლებში, პროექტების საჯარო განხილვა მოეწყო. შესარჩევი კონკურსის შედეგების შეჯამებითა და კომისიის გადაწყვეტილებით, კი თხილნარის N2 საჯარო სკოლის პროექტმა გაიმარჯვა. 

სკოლის ადმინისტრაცია პროექტის ხელმძღვანელსა და სასკოლო კლუბის მონაწილეებს აღნიშნულ გამარჯვებას ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203