გალავნის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლეები - ნატა წიკლაური, ელენე წიკლაური და ნინო წიკლაური პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მათ კომპიუტერები, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის გადაეცათ. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„მათ ეს საჩუქარი ღირსეულად დაიმსახურეს! ვულოცავთ“,- ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო: