ლანჩხუთის N3 სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ალექსანდრე მაკედონელის შესახებ მინი კონფერენცია გამართეს
24-03-2023
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, X კლასის მოსწავლეებმა მინი კონფერენცია - „ალექსანდრე მაკედონელი მსოფლიო ისტორიის უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე და სტრატეგოსი“, ჩაატარეს. მათი ხელმძღვანელი ისტორიის პედაგოგი თინათინ გაბედავა იყო. 

კონფერენცია შესავალი სიტყვით სწორედ მან გახსნა.

მოსწავლეებმა პრეზენტაციის მსვლელობის დროს დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები, საინტერესოდ ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და თემასთან დაკავშირებით კი შემდეგი საკითხები წარადგინეს:

  • როგორ გახდა მაკედონია ბერძნული სამყაროს ლიდერი;
  • ალექსანდრე მაკედონელი - დიდ ევროპულ ტრადიციაში დამკვიდრებული სტრატეგოსი;
  • ალექსანდრე მაკედონელი და ელინისტური სამყარო.
კონფერენციის მსვლელობისას მოსწავლეებმა „სლაიდ-შოუები“, მაკედონელის ბრძოლებისა და ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გამოიყენეს. 

საპრეზენტაციოდ წარმოდგენილი საკითხები მოსწავლეებმა ინდივიდუალურად მოამზადეს. პრეზენტაციის შეჯამებისას მოსაზრებები დამსწრე საზოგადოებამაც გამოთქვა. 

„შეჯამდა მსოფლიოს უდიდესი დამბყრობლის -ალექსანდრე მაკედონელის, როგორც საუკეთესო სტრატეგოსის, ასევე დიდი კულტურული მემკვიდრეობის ფუძემდებლის ღვაწლი, რომელმაც შეცვალა მთელი სამყარო და გააფართოვა ელინაციის სივრცე. 
დიდი მადლობა თინათინ მასწავლებელს და X კლასის მოსწავლეებს ძალიან საინტერესო, ინფორმაციული პრეზენტაციისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203