სათხის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთშორისო დღე აღინიშნა.
ღონისძიება საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა გამართეს, მათ პრეზენტაცია მოაწყვეს. ინფორმაცია შეაგროვეს, დაახარისხეს და საინტერესოდ წარადგინეს. მოსწავლეებმა წყლის რესურსების შესახებ ამომწურავად ისაუბრეს და თემატური ნამუშევრები მოამზადეს.
აქტივობების ხელმძღვანელები ქიმიის მასწავლებელი ვოსკეჰატ კასოიანი და გეოგრაფის მასწავლებელი არმენუჰი ნორისრაელიანი იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოს დაცვისა და მნიშვნელობის აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. სასწავლო წელი კი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება.
იხილეთ ფოტოები: