„წითელი წიგნი და ცხოველები“- ტურცხის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა საინტერესო გაკვეთილი
24-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანმა მასწავლებელმა - თამარ დევდარიანმა მე-4 კლასში ძალიან საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა.
მისი თემა „წითელი წიგნი და ცხოველები“ იყო. გაკვეთილზე მოსწავლეებმა მრავალფეროვანი რესუსრსი გამოიყენეს, გაიმართა საინტერესო და სახალისო აქტივობები. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდიმებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლაში პედაგოგ თამარ დევდარიანს მადლობას უხდიან.
„ეს იყო სასკოლო სასწავლო პროექტის შემაჯამებელი გაკვეთილი. მადლობა თამარა მასწავლებელს სკოლისთვის ასეთი სამაგალითო და სასარგებლო გაკვეთილებისთვის. ის ყოველთვის იქნება მაგალითი სკოლის ყველა პედაგოგისთვის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს