გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
24-03-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან შემეცნებითი საუბრები ჩატარდა. მას ბუნებისმეტყველების მასწავლებელ ციცო რომელაშვილთან ერთად, ეთერ მამულაშვილი უძღვებოდა.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, სკოლის დირექტორ ლეილა კუპრაძესა და სპორტის მასწავლებელ მალხაზ აზალაძესთან ერთად, მდინარე თეზმის ნაპირებზე დასუფთავების აქცია მოაწყვეს. აქტივობაში ყველა უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ გარემო მოაწესრიგეს, ნაგავი შეაგროვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოს დაცვისა და მნიშვნელობის აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. სასწავლო წელი კი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს