პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა „ჩვენი საქართველოსა“ და ისტ-ის საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი
24-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად კი, ჩვენი საქართველოსა და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საქართველოს კუთხეებისა და საყვარელი ქვეყნების შესახებ ვიდეორგოლი წარადგინეს. 

აქტივობაში ყველა დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი ღონისძიებები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203