ზემოსურების საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია გაიმართა
24-03-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის ეზო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად დაასუფთავეს. 

აქტივობაში ყველა უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ გარემო მოაწესრიგეს, ნაგავი შეაგროვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოს დაცვისა და მნიშვნელობის აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. სასწავლო წელი კი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203