თხილნარის N2 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები - მარიამ ფუტკარაძე და ლიზი ცეცხლაძე მხატვრული კითხვის კონკურსში წარმატებით მონაწილეობდნენ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ კონკურსსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეები - მარიამ ფუტკარაძე და ლიზი ცეცხლაძე მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს. ლიზი ცეცხლაძეს, დაწყებით საფეხურზე, პირველი ხარისხის სერტიფიკატი გადაეცა.
მათი ხელმძღვანელი გულიკო თურმანიძეა. სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, ულოცვან და წარმატებას უსურვებენ.
აღნიშნული კონკურსი ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: