დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გარემოზე ზრუნვით აღნიშნეს
24-03-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლე-მასწავლებლები ამ თარიღს დასუფთავების აქციით შეუერთდნენ. აქტივობაში ყველა უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ გარემო მოაწესრიგეს, ნაგავი შეაგროვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოს დაცვისა და მნიშვნელობის აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. სასწავლო წელი კი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება.
„წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს