„ჩვენთან და არა ჩვენთვის“- ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
24-03-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სკოლაში მთვარი გზავნილები - „ჩვენთან და არა ჩვენთვის“ და „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, გააჟღერეს.

ღონისძიება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ინკლუზიურობის ხელშეწყობისა და ადვოკატირების წახალისების მიზნით გაიმართა. მოსწავლეებმა შესაფერისი ინფორმაცია მოიძიეს, ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და თემატური ნამუშევრები მოამზადეს. 

ღონისძიების ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაია არახამია იყო.

„21 მარ­ტი შემ­თხ­ვე­ვით არ არის შერ­ჩე­უ­ლი. და­უ­ნის სინ­დ­რო­მი ეწო­და მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ­ლის დრო­საც, 46 ქრო­მო­სო­მის ნაც­ვ­ლად, გვხვდე­ბა 47 ქრო­მო­სო­მი 21-ე წყვილ­ში, რა­საც 21-ე წყვი­ლის ტრი­სო­მია ეწო­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რიცხ­ვი - 21 შერ­ჩე­უ­ლია 21-ე ქრომოსომის სიმ­ბო­ლოდ, ხო­ლო წე­ლი­წა­დის მე-3 თვე, მარ­ტი - ტრი­სო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნის.

არც ჭრე­ლი წინ­დე­ბია და­უ­ნის სინ­დ­რო­მის შემ­თხ­ვე­ვი­თი სიმ­ბო­ლო - წინ­და ქრო­მო­სო­მის ფორ­მას მოგ­ვა­გო­ნებს. მთელ მსოფლიოში სიმბოლურად ადამიანები ზოლიან წინდებს იცვამენ. ამ აქციით მსოფლიო გამოხატავს სოლიდარობას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ.

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან, თუმცა, „ითვლიან“ სითბოს, სიყვარულსა და სიკეთეს. სკოლის დირექცია მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების პროგრამას საკანცელარიო რესურსებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203