თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
24-03-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღებიც. გამონაკლისი არც წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე ყოფილა. გაიმართა თემატური აქტივობები, რომელთა მიმდინარეობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. 

აქტივობის ხელმძღვანელი ლუიზა შარაშიძე იყო, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი ღონისძიებები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203