გურკელის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
24-03-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“, გაიმართა. მასში მე-3 - მე-12 კლასის მოსწავლეები მონდმებითა და ინტერესით ჩაერთნენ, ღირსეულად იასპარეზეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ კონკურსში რთავენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203