ქუთაისის N16 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს - ელენე კოდაევს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა
24-03-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლე - ელენე კოდაევი, რომელმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

წარჩინებულ მე-10 კლასის მოსწავლეს წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.

მოსწავლეს დამსახურებული საჩუქარი სკოლის დირექტორმა - მერაბ ნუცუბიძემ გადასცა.

„ყოველ წელს ვიღებთ განათლების სამინისტროდან წარჩინებულთა საჩუქრებს. საამაყო და სასიხარულოა როდესაც ამ ჯილდოს სკოლის დირექტორი ბატონი მერაბ ნუცუბიძე თავად გადასცემს მათ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მატი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203