ქუთაისის N38 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
24-03-2023

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ.

წარჩინებულ მე-10კლასის მოსწავლეებს (დამრიგებელი- რუსუდან ნემსაძე)- ბარბარე ლიკლიკაძეს, ლილე აბესაძესა და მათე თვარაძეს და მე-10 კლასის (დამრიგებელი - ლალი მილორავა) მოსწავლე მარიამ სანიკიძეს, წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერი საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და მომავალში წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მატი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203